воскресенье, 17 ноября 2013 г.

მე-9 დღე

დღეს ტრენინგის ბოლო დღეა...გავაკეთეთ ჩვენი პროექტების პრეზენტაცია,შევაფასეთ ერთმანეთის ნამუშევრები.
საინტერესო ტრენინგი იყო,ბევრ კითხვაზე მივიღე პასუხი.სასწავლო პროექტები სხვაც გამიკეთებია,მაგრამ ამ პროგრამის გავლა დამეხმარება შემდგომი პროექტების დახვეწაში.
დიდი მადლობა ამ ტრენინგის ორგანიზატორებს და განსაკუთრებით ჩვენ ტრენერს-თამუნას.
იმედი მაქვს,რომ მომავალშიც იქნებით ჩვენს გვერდით.

суббота, 16 ноября 2013 г.

მე-8 დღე

დღეს ორგანიზება გავუკეთეთ ჩვენს საქაღალდეს...ვისწავლეთ ლინკების გაბმა და გამოქვეყნება.ძალიან საინტერესო დღე იყო,ხვალ უფრო საინტერესო იქნება...ხვალე გვაქვს პრეზენტაცია.

воскресенье, 10 ноября 2013 г.

მე-7 დღე

განვიხილეთ მოსწავლეთა შეფასების შედგენის ფორმები და რესურსები,შეფასების დაგეგმვის ცხრილი და მოვარგეთ ჩვენ პროექტს.ასევე განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლების მაგალითები.

суббота, 9 ноября 2013 г.

მე-6 დღე

დღეს დავასრულეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომზე მუშაობა,დავასრულეთ შეფასებაზე მუშაობა და შევქმენით შეფასების რუბრიკები.

воскресенье, 3 ноября 2013 г.

მე-5 დღე

დღევანდელ ტრენინგზე ვისაუბრეთ შეფასების სქემებზე,რომელიც დაგვჭირდება პროექტის შესაფასებლად.კიდევ ერთხელ შევაჯამეთ წინა დღეებში მიღებული ცოდნა,გადავხედეთ ჩენი პროექტის გეგმას და ვიმუშავეთ პრეზენტაციაზე Power Point-ში.

суббота, 2 ноября 2013 г.

მე-4 დღე

ამ დღისთვის მოფიქრებული მაქვს იდეა...გადავწყვიტე ვიმუშოა პროექტზე სახელწოდებით "ოქროს თევზი".ამ პროექტის ძირითადი სასწავლო მიზანია მსოფლიო ხალხთა ზღაპრების გაცნობა,ტრადიციების მსგავსებისა და განსხვავებების გამიჯვნა,წაკითხული ზღაპრის გაგება-გააზრება.მოსწავლეები გაეცნობიან ა.პუშკინის ძღაპარს "მეთევზე და ოქროს თევზი" და ინდურ ზღაპარს.
უკვე გავაკეთე საინფორმაციო ბუკლეტი,ვმუშაობ პროექტის გეგმაზე და პრეზენტაციაზე.ამ ყველაფრის გაკეთებაში ძალიან მეხმარება ეს ტრენინგი თავისი საინტერესო პროგრამით და ენერგიული ტრენერით.

суббота, 26 октября 2013 г.

მე-3 დღე

დღეს დავიწყეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა.გავეცანით ნიმუშს და ვისწავლეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვების დასმა.საკმაოდ საინტერესო და ნაყოფიერი დღე იყო.დღევანდელი ტრენინგი დამეხმარება პროექტის გეგმის შემუშავებაში.

воскресенье, 20 октября 2013 г.

2 დღე

ტრენინგის მეორე დღეც არანაკლებ საინტერესო იყო.დღეს გავეცანით ბუკლეტების ნიმუშებს VIEVER პროგრამაში და საინფორმაციო ბუკლეტების დამზადება,ინტერნეტში მოპოვებული მასალის გამოყენებით.

суббота, 19 октября 2013 г.

პირველი დღე

დავესწარი ტრენინგს  სახელწოდებით: პროექტებით სწავლება.ძალიან საინტერესო ტრენინგი იყო.ნამდვილად საჭიროა ყველა მასწავლებელმა,რომელსაც სურს გაიგოს როგორ იწერება პროექტები,უნდა გაიაროს ეს ტრენინგი.